მთავარი » ახალი ამბები » 2016 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაორმაგებული იქნება.

2016 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით გაორმაგებული იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი, სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა მილიარდ რვაას მილიონ ლარს, 2016 წელს იგი გადააჭარბებს დაახლოებით სამ მილიარდ ლარს – თითქმის გაორმაგებულია.

მინდა აღვნიშნო, ასევე, რომ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული.

დღეს ყველა მოქალაქე დაზღვეულია და სახელმწიფო ფარავს მათი მკურნალობის ხარჯებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

newposts.ge

იხილეთ ასევე

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის …