მთავარი » ჯანდაცვა » 2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო ხდება
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. როგორც „კომერსანტს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება.

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო ხდება

ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. როგორც „კომერსანტს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება.

რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს.

პროექტი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. „სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან“.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელ-რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც.

დაიხვეწა ელ-რეცეპტების ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც.

დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურები სააგენტო ახორციელებს ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

commersant.ge

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …