მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2020 წელს 1818 ორსულს კონსულტაციისთვის საერთოდ არ მიუმართავს

2020 წელს 1818 ორსულს კონსულტაციისთვის საერთოდ არ მიუმართავს

2020 წელს ორსულობათა 1/3 აბორტით დასრულდა. კერძოდ, ჩატარდა 19 039  აბორტი.  ამის შესახებ  ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული რეგისტრის (დაბადების რეგისტრი) სამი წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს რეპროდუქციული ასაკის ქალების საერთო რაოდენობაში ორსულთა წილი საშუალოდ 7%-ს შეადგენდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2018-2020 წლებში ორსულების საშუალოდ 5%-ს არ ჩაუტარებია არცერთი ანტენატალური ანუ ორსულობის პერიოდისთვის განსაზღვრული ვიზიტი, საიდანაც სოფლად მცხოვრებ ორსულთა წილი ქალაქად მცხოვრები ორსულების რაოდენობას აჭარბებს.

ციფრებში კი ეს სტატისტიკა შემდეგია: 2020 წელს 1818 ორსულს საერთოდ არ მიუმართავს ანტენატალური, ანუ ორსულობის პერიოდის მეთვალყურეობისთვის და არ განუხორციელებია არცერთი ვიზიტი.

ანგარიშის ავტორების შეფასებით, კვლევის შედეგები გვაჩვენებს განსხვავებული მიმართულებით აღმოჩენილ პრობლემებს, რომლებიც აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს. პირველ რიგში, ოჯახის დაგეგმვის აქტივობები და განათლების დონე უნდა გაიზარდოს. აგრეთვე, მიღებული შედეგები თვალნათელს ხდის, რომ საქართველოში მრავლად არის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის სერვისები, მაგალითად, დაუოჯახებელი ქალები, ან ქალები რომლებიც ცხოვრობენ სოფლად. სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შეამცირებს უთანასწორობას და ყველა ჯგუფის წარმომადგენელს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი.

იხილეთ ასევე

თურქეთი საქართველოსთვის, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების დაბალ ფასად მიწოდებას გეგმავს

თურქულმა მხარემ საქართველოს,  სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში,  შესაძლოა,  ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ თურქეთში …