მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან 9, 204 მილიონი დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პროცენტით აღემატება. წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ეს პროდუქცია დასახელებულ პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის. რაც შეეხება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტს, ფულად გამოხატულებაში  ის 39 მილიონ 500 ათასი დოლარია.  ამ ნაწილში ცვლილება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -6.7 პროცენტია.

იხილეთ ასევე

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს

„ჯიპისი ლაბი“ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში jandacva.ge-ს განუცხადეს, მომსახურებებს შესაძლოა თმის ანალიზი დაემატოს, …