მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 42 გარდაცვლილი და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი – ეპიდსიტუაცია ისევ უარესდება

42 გარდაცვლილი და პირბადის ტარების შემცირებული მაჩვენებელი – ეპიდსიტუაცია ისევ უარესდება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 510-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 479 ადამიანს დაუდასტურდა, 2 374 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ს აღწევს.

გუშინ, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 581 შემთხვევა გამოვლინდა, 2 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

ამ ფონზე და ეპიდემიოლოგების ყოველდღიური მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირდება და 48-დან 47%-მდე ჩამოვიდა.

იხილეთ ასევე

„ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 50% იმუნურია. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, რადგან …