მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » 46 ათასი ლარი თვეში – სამედიცინო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები პლასტიკურ ქირურგებს აქვთ 

46 ათასი ლარი თვეში – სამედიცინო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები პლასტიკურ ქირურგებს აქვთ 

საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში, პროფესიებს შორის მინიმალური თვიური ანაზღაურება 364  ლარია და ის გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს აქვთ. მაქსიმალური კი 46,505 ლარს შეადგენს – ამდენს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სპეციალისტების ნაწილი გამოიმუშავებს. ამ სფეროში ფიქსირდება ასევე ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება (10,642  ლარი).

მაქსიმალური თვიური ანაზღაურების მხრივ, მეორე ადგილზეა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა (23,338 ლარი), მესამეზე კი კრიტიკული მედიცინა (24,912 ლარი).

აღნიშნულ მონაცემებს შეიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს 2021-2030 წლის გეგმა, რომელიც დღეს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა და რომლის საპრეზენტაციო ვარიანტი სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

პრეზენტაციის თანახმად ჯანდაცვის წარმომადგენელთა მინიმალური ხელფასი 800 ლარზე ზემოთ არცერთ სექტორში არ არის. მინიმალური საშუალო ანაზღაურება (2,943) კი კლინიკურ ტოქსიკოლოგიაშია.

2021-2030 წლის გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა სტრატეგიულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ასევე პრიორიტეტებს შორისაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება.

იხილეთ ასევე

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია …