მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 5 აპრილიდან COVID-ვაქცინის გაკეთებას 55 წელს გადაცილებული, ასევე დიალიზზე მყოფი პირები შეძლებენ

5 აპრილიდან COVID-ვაქცინის გაკეთებას 55 წელს გადაცილებული, ასევე დიალიზზე მყოფი პირები შეძლებენ

კოვიდ-ვაქცინაციას დაქვემდებარებული ჯგუფები ფართოვდება. როგორც ჯანდაცვის მინსტრმა ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 5 აპრილიდან ვაქცინის გაკეთებას 55 წელს გადაცილებული პირებიც შეძლებენ. ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ, მისი თქმით, დაკვირვებამ 55-65 წლის კატეგორიაში ვაქცინაციის მიმართ მაღალი მოთხოვნა დაადასტურა. მისივე შეფასებით, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორს აცრაზე მოთხოვნა კარგია.

სიახლეა ისიც, რომ დიალიზზე მყოფი პაციენტები ასევე შეძლებენ კოვიდ-ვაქცინის გაკეთებას, ამასთან, აღნიშნულ სერვისს ისინი იმავე დაწესებულებებში მიიღებენ, სადაც დიალიზის თერაპიას გადიან. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ ორგანოგადანერგილ პირებსაც.

მინისტრმა ვაქცინების დანკარგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დანაკარგი ამ ეტაპზე 3%-ს, ანუ 181 დოზას შეადგენს. დანაკარგების შემდგომი შემცირების მიზნით, პოლიციის და ჯარის ჩართულობით, სათადარიგო სიები შეიქმნება, რომლებიც დარჩენილი დოზებით აცრას შეძლებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

აცრა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

იხილეთ ასევე

“შტორმი გვექნება” – დევი ტაბიძის პროგნოზით, “ომიკრონი” ქვეყანაში 2-3 კვირაში გამოჩნდება

თუ საქართველოში ომიკრონის შტამი გავრცელდება, „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“ – ამის შესახებ …