მთავარი » ჯანდაცვა » ძუძუს კიბოთი დაავადებული 130 პაციენტის მკურნალობა 100%-ით დაფინანსდება
ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობა დაფინანსდება 3.020 მლნ ლარით. აღნიშნული თანხით მოხდება 130 დაავადებული პირისთვის პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობა.

ძუძუს კიბოთი დაავადებული 130 პაციენტის მკურნალობა 100%-ით დაფინანსდება

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით ძუძუს კიბოთი დაავადებული 130 პაციენტის მკურნალობა 100%-ით დაფინანსდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსება 3.020 მლნ ლარით. აღნიშნული თანხით მოხდება 130 დაავადებული პირისთვის პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობა.

ფავლენიშვილის ცნობით, ერთ პაციენტს წელიწადში აღნიშნული პრეპარატის 13 ინექცია სჭირდება, რაც 72 000 ლარს შეადგენს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრეპარატი საკმაოდ ძვირადღირებულია და იგი არის ეფექტური წამალი, რომელიც ადამიანის სხვა ორგანოებში მეტასტაზების წარმოქმნას ხელს უშლის.

ირაკლი ფავლენიშვილმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ აქამდე პაციენტებს ამ პრეპარატით მკურნალობისათვის სრულად ვერ აფინანსებდნენ და მხოლოდ რამდენიმე ინექციისთვის ხდებოდა თანხების გამოყოფა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …