მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » არის აფთიაქები, სადაც ადგილი აქვს პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას
არის სააფთიაქო ობიექტები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან და ადგილი აქვს სამართალდარღვევის, რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებს

არის აფთიაქები, სადაც ადგილი აქვს პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას

ჯერ კიდევ არის სააფთიაქო ობიექტები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან და ადგილი აქვს სამართალდარღვევის, რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებს,

– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ სარეცეპტო რეფორმის შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია 99%-ით არის შემცირებული.

მისივე შეფასებით, სარეცეპტო რეფორმამ თავდაპირველად საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ბოლოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი გარემოებით იყო განპირობებული. კერძოდ, ხუნდაძის განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო თვითმკურნალობა და სააფთიაქო ნარკომანია ყვაოდა.

“სარეცეპტო რეფორმამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული, ფაქტიურად დამარცხებულია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააფთიაქო ქსელში ჯერ კიდევ არის სააფთიაქო ობიექტები, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონს და ადგილი აქვს სამართალდარღვევის ფაქტებს, ადგილი აქვს რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას. მინდა მათ მოვუწოდო, დაემორჩილონ კანონს, არ შეიძლება, მხოლოდ ფინანსური სარგებლოთ გავზომოთ და მხოლოდ ბიზნესის კუთხით ვუყუროთ ამ თემას, როცა ის პირდაპირ გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …