მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » 7 ივლისიდან „ახალი სიცოცხლე“ მშობიარეებს აღარ მიიღებს

7 ივლისიდან „ახალი სიცოცხლე“ მშობიარეებს აღარ მიიღებს

7 ივლისს „ახალ სიცოცხლეში“ სამშობიარო განყოფილება იხურება. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკის მფლობელი კომპანიდან „ავერსიდან“ აცნობეს. მიზეზების შესახებ კლინიკაში არ საუბრობენ და არც იმას აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა სამშობიაროს გადასვლა ქსელის მფლობელობაში არსებულ სხვა კლინიკაში. ამასთან, როგორც კლინიკის წარმომადგენლები ამბობენ, ყველა სხვა სერვისი, მათ შორის გინეკოლოგიური – შენარჩუნდება.

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” ქირურგიის ეროვნული ცენტრის მრავალპროფილური დაწესებულებაა.  აღნიშნული ცენტრი „ავერსმა“ 2011 წელს შეიძინა. სამშობიარო სახლი „ახალი სიცოცხლე“ კი ჰოლდინგს 2016 წელს შეემატა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …