მთავარი » მსოფლიო » 8 ათასი დოლარი თვეში  – აშშ-ში პანდემიამ ცხოველების მოვლის სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა

8 ათასი დოლარი თვეში  – აშშ-ში პანდემიამ ცხოველების მოვლის სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პანდემიის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების შემოსავლები, რომლებიც მსურველებს ძაღლების გასეირნების სერვისს სთავაზობენ.

New York Times-ის ინფორმაციით, შტატებში ამ სერვისის ღირებულება ნახევარ საათში 14-დან 35 დოლარს შეადგენს და რიგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც. ამ სერვისის მიმწოდებელთა შემოსავლები კი წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტია – ანუ თვეში 8 ათასი დოლარი და მეტი.

შინაური ცხოველების პატრონებისთვის სერვისების ჩამონათვალი ამერიკაში სულ უფრო იზრდება, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს კატები და ძაღლები ბევრმა ადამიანმა აიყვანა, ახლა კი ეს ადამიანები ოფისებში ბრუნდებიან და იძულებულნი არიან, თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მოსავლელად და სასეირნოდ დამხმარეები დაიქირავონ.

სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის დროს აშშ-ში 23 მილიონმა ადამიანმა აიყვანა კატა ან ძაღლი.

The New York Times-ს მოჰყავს პროექტ Parkside Pups-ის დამფუძნებლის მაიკლ ჯოზეფის სიტყვები, რომელმაც მასწავლებლის პროფესია მიატოვა, რათა წვრთნის კურსები გაეხსნა.

„მე უბრალოდ ვასწავლიდი ჩემს ლაბრადორს ჩემი ველოსიპედის უკან სირბილს. ადამიანები თავად მოდიოდნენ და ინტერესდებოდნენ. ამდენი ძაღლი პარკებში არასდროს მინახავს,“ – აცხადებს ჯოზეფი, რომლის თქმითაც, ერთი დღით ძაღლის მასთან დატოვება 65 დოლარი ჯდება. პროექტის შემოსავლებმა შარშან 100 ათას დოლარს გადააჭარბა.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად უფრო მრავალფეროვანი ხდება შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სერვისები. მაგალითად ოთხფეხა მეგობრების პატრონებს სთავაზობენ არა მხოლოდ ტრადიციულ გასეირნებას და პარკებში სირბილს, არამედ „საწვრთნელ ბანაკებში“ და ფერმებში მიყვანას.

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …