მთავარი » ჯანდაცვა » გრიპის სეზონი და ექიმებისადმი მიმართვიანობა მარტის ბოლომდე კვლავ იქნება
პიკმა გადაიარა დაახლოებით ოთხი კვირის წინ უკვე. მარტის ბოლომდე, მიმართვიანობები და გრიპის სეზონი ისევ იქნება - პაატა იმნაძე.

გრიპის სეზონი და ექიმებისადმი მიმართვიანობა მარტის ბოლომდე კვლავ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამედიცინო ცენტრებისადმი H1N1 ვირუსით მიმართვიანობამ იკლო და ვირუსის პიკმა გადაიარა.

იმნაძის თქმით, მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ფრთხილად არ უნდა იყოს და დროულად არ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

“დაავადებამ, ასევე ამბულატორიულმა მიმართვიანობამ დაიწია, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც დაწეულია. თუმცა, სეზონი ჯერ-ჯერობით გაგრძელდება, ამიტომ, რაოდენობა რომ ცოტა იქნება, არ ნიშნავს, რომ ვინმე ფრთხილად არ იყოს და განსაკუთრებით, რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებმა გრიპის სიმპტომებისას, დროულად არ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. პიკმა გადაიარა დაახლოებით ოთხი კვირის წინ უკვე. მარტის ბოლომდე, მიმართვიანობები და გრიპის სეზონი ისევ იქნება”, –

აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საბჭოს თამჯდომარემ “პირWელთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით საქართველოში ზამთრის სეზონზე 16 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …