მთავარი » ჯანდაცვა » კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა
კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდა.

კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა

კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ტექნიკა  ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდა. სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ეკიპაჟები სრულად აღიჭურვა.

ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

“სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს დღეს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა. შესაბამისი სწავლება უტარდება მედპერსონალს. ასევე, რაიონული სამსახურებისთვის ჩამოვიტანეთ კომპიუტერული ტექნიკა. ყოველივე ეს კი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა დავით ტორუამ.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები – 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა.

ასევე, რაიონულ სამსახურებში  კომპიუტერული ტექნიკა განაწილდა, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთო. 

ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა.

1news.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …