მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » აცრის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – გუშინ საქართველოში 3600-ზე მეტი ადამიანი აიცრა

აცრის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – გუშინ საქართველოში 3600-ზე მეტი ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინდიცირების 1806 შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებული მონაცემია.

ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა 1144 შეადგინა.  გარდაიცვალა 20 ინფიცირებული. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიურ  ჭრილში ამ მონაცემმა 6,41%, ბოლო 14 დღეში 5,51%, ბოლო 7 დღეში კი  6,59% შეადგინა.

აცრილთა რაოდენობა ჯამში 51600-ია, დღიურად აცრილია 3651 პირი.  სრულად ვაქცინირებულია 7873 ადამიანი.

კლინიკებში  4287 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …