მთავარი » ახალი ამბები » ახალი კომპანიების შემოსვლით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება
კონკურენციის დადებითი მხარე იმაშია, რომ კონკურენტებიც იძულებულნი გახდებიან ფასები დაბლა დაწიონ,ამიტომ ახალი კომპანიების შემოსვლით ბაზარი დარეგულირდება.

ახალი კომპანიების შემოსვლით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალი მოთამაშეების შემოსვლით კონკურენტები იძულებულნი გახდებიან მედიკამენტებზე ფასები შეამცირონ.

ამასთან, განმარტავს, რომ კოკნურენტუნარიანობა რაც მეტი იქნება ბაზარზე, ეს მით უფრო სასარგებლოა მოსახლეობისათვის:

„თუ ჰუმანითი ჯორჯია დაბალი ფასებით შემოიტანს მედიკამენტებს, ეს მისასალმებელია.  ზოგადად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკურენციის დადებითი მხარე სწორედ იმაშია, რომ კონკურენტებიც იძულებულნი გახდებიან ფასები დაბლა დაწიონ. ეს კი მოსახლეობისათვის ცუდი არ უნდა იყოს, ჩემიაზრით, პირიქით. ამიტომ, მხოლოდ მივესალმებით ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას“.

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, ღვინიაშვილს მიაჩნია, რომ მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში მალე შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის …