მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ახალი რეგულაცია კოვიდკლინიკებისთვის – სპეციალურ პორტალზე ინფორმაციის არასრულად ან დაგვიანებით ატვირთვაზე ჯარიმები წესდება

ახალი რეგულაცია კოვიდკლინიკებისთვის – სპეციალურ პორტალზე ინფორმაციის არასრულად ან დაგვიანებით ატვირთვაზე ჯარიმები წესდება

კოვიდ-კლინიკები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – COVMOB.MOH.GOV.GE სტატისტიკურ მონაცემებს არ ატვირთავენ, ატვირთავენ არასრუად ან  ვადის დარღვევით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის  მე-2 პუნქტის შემდეგ შემდეგი შინაარსის პუნქტი დაემატა:

„21. „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანების 24 პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე – COVMOB.MOH.GOV.GE არასრულად და/ან ვადის დარღვევით ატვირთვა ან აუტვირთველობა გამოიწვევს დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში jandacva.ge-ს განუმარტეს, ჯარიმა სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად დაწესდება, რაც 10 ათასამდე თანხას ითვალისწინებს. დარღვევის გამეორების შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემა.

 

იხილეთ ასევე

რა საფრთხეს გვიქმნის ახალი შტამები და მოქმედებს თუ არა მათ წინააღმდეგ საქართველოში არსებული ვაქცინები

რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული Covid-ის ახალი შტამები? რა ახალ რისკებს უქმნის ისინი მოქალაქეებს? მოქმედებს თუ არა …