მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » აკონტროლეთ წონა და ფსიქოემოციური მდგომარეობა –  რჩევები კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

აკონტროლეთ წონა და ფსიქოემოციური მდგომარეობა –  რჩევები კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

პოსტკოვიდური გართულებები ისევ აქტუალურია, თუმცა ის ბავშვებში გაცილებით იშვიათია, ვიდრე მოზრდილებში, რაც ძალიან კარგია.

ამის შესახებ თერაპევტმა ლიზა გოდერძიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები დროულად არ მიმართავენ ექიმს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ზედმეტად აფასებენ სიმპტომებს, რაც შფოთვას იწვევს, შფოთვა კი ცხოვრების ხარისხის გაუარესების მიზეზია. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ყველა ორგანოს მხრიდან, თუმცა არსებობს ყველაზე ხშირად შეხვედრადი სიმპტომები, რის გამოც ადამიანები ბრუნდებიან კლინიკაში. თერაპევტი ამბობს, რომ საქართველოში პოსტკოვიდური გართულებების შესახებ სარწმუნო კვლევები არაა ჯერ დადებული, თუმცა უკვე იდება კვლევები, რომლებიც ხაზს უსვამს პოსტკოვიდური სიმპტომების სიმრავლეს და ხანგრძლივობას. ლიზა გოდერძიშვილის თქმით, ადრე საუბარი იყო 12 კვირის ზღვარზე, რომელშიც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ეს სიმპტომები, თუმცა ეს ზღვარი დაირღვა და რამდენიმე თვეზე და წლებზეც კია საუბარი, რადგან უკვე 2 წელზე მეტია, რაც მსოფლიო გაეხვა პანდემიაში და პოსტკოვიდური გართულებები ისევ აქტუალურია.

„გამოიკვეთა ჩივილები, რომელთა გამოც პაციენტები აკითხავენ ექიმებს. ბავშვებში ნაკლებად გვხვდება პოსტკოვიდური სინდრომები, ვიდრე მოზრდილებში, რაც კარგია. მოზრდილებში ყველაზე ხშირია ქოშინის სიმპტომი ფიზიკური დატვირთვის დროს და ძალიან ხშირად, კვლევების საფუძველზე ვერც ვპოულობთ ამის რეალურ ობიექტურ მიზეზს –  საუბარია ფილტვების ვიზუალურ მდგომარეობაზე, ასევე ვიკვლევთ, ჩასუნთქული ჰაერიდან ჟანგბადს როგორ მიაწვდის სისხლს. თუ ფილტვს რაიმე ვიზუალური დაზიანება არ აქვს და ანალიზები წესრიგშია, წამალს ხომ ვერ მივცემთ პაციენტს. მსოფლიოში ჯერ არაა მართვის მექანიზმი ნაპოვნი – როგორ გამოვაჯანმრთელოთ ასეთი ადამიანი.  ეს გრძელდება და უხშირესად თავისით გადის,“ – განაცხადა ლიზა გოდერძიშვილმა.

მისი თქმით, თუ ანალიზები წესრიგშია, სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ  პაციენტი მოერგოს ამ სიტუაციას და გააკონტროლოს საკუთარი მდგომარეობა, არ არსებობს. ამასთან, მედიკოსი ურჩევს პაციენტებს, აკონტროლონ ის გარემოებები, რომლებიც ხელს უწყობს პოსტკოვიდური სიმპტომების განვითარებას. კერძოდ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია წონის და ფსიქოემოციური ფონის დარეგულირება.

იხილეთ ასევე

ინფექციონისტი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს – რა შემთხვევაში უნდა ვატაროთ პირბადე

მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, ყველა ღია თუ დახურულ სივრცეში გაუქმდა, …