მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ამერიკის “სამართლიანი შრომის ასოციაციამ” დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა
ამერიკის "სამართლიანი შრომის ასოციაციამ" დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა

ამერიკის “სამართლიანი შრომის ასოციაციამ” დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა

ამერიკის „სამართლიანი შრომის ასოციაციამ” (Fair Labor Association-FLA), რომელიც მსოფლიოს საფეიქრო მრეწველობის უმსხვილეს ბრენდებს აერთიანებს, მათ კონტრაქტორ საწარმოებში შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიზნით, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრს დავით სერგეენკოს სპეციალური წერილით მიმართა.

ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს გონივრული მინიმალური შრომის ანაზღაურება ქვეყანაში და შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის სახელმწიფო ინსპექცია, განსაკუთრებით საქართველოს ტექსტილის სექტორში დასაქმებულებისთვის.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან News.ge-ს აცნობეს, წერილი დღემდე კონფიდენციალური იყო.

„სამართლიანი შრომის ასოციაცია” და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეფექტურად თანამშრომლობენ ბოლო წლების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ერთობლივ საქმიანობას.

ვასაჯაროებთ რეკომენდაციას, რომელიც “სამართლიანი შრომის ასოციაციამ” სპეციალურ მოკვლევაზე დაყრდნობით მოამზადა.

წერილის ხელმომწერთა შორის არიან უმსხვილესი კომპანიები: Adidas Group, New Balance, Nike, Puma“, – აცხადებენ პროფკავშირში. გაერთიანება მოხსენებიდან, რომელიც რეკომენდაციას უდევს საფუძვლად, ამონარიდს აქვეყნებს.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აღნიშნავს, რომ 90 იანი წლების შემდეგ, როდესაც სახელფასო მინიმუმი 20 ლარით განისაზღვრა – რეალურად მხოლოდ საჯარო სექტორში გაიზარდა მინიმალური ხელფასის ოდენობა, თანაც რამდენჯერმე, კერძო სექტორში დასაქმებულთათვის კი არაფერი შეცვლილა.

კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი გაცილებით დაბალია ადამიანის ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე, საქართველოში არსებულმა კომპანიებმა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებმა გამოხატეს მოსაზრება, რომ არსებული სახელფასო მინიმუმი საწარმოებში დასაქმებულთათვის არანაირადაა საკმარისი.

მინიმალური ხელფასის ასეთმა დონემ საქართველოში ტანსაცმლის წარმოების სფეროს სხვადასხვა საწარმოში გამოიწვია დასაქმებულთა ხელფასებს შორის დიდი სხვაობა. მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დამცველების მიერ წამოწყებული კამპანიის Clean Clothes Campaign(CCC) ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოურ ევროპულ ქვეყნებში [სხვა ქვეყნებს შორის] საქართველოში მომუშავე პირებს აქვთ გაღარიბების მაღალი რისკი … რადგანაც სრულიად არ არსებობს მათი კანონიერი და ინსტიტუციონალური დაცვა”.

news.ge

იხილეთ ასევე

კლინიკა “გული“ და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ჰიპერტენზიის სკრინინგსა და უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ

12-13 ივნისს, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ …