მთავარი » უცხოეთი » ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდ პირველი ახალი პრეპარატი დაუშვეს
ამერიკის სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა.

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდ პირველი ახალი პრეპარატი დაუშვეს

ამერიკის სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა.

ინფორმაციას NBC ავრცელებს.

ახალი პრეპარატი დაავადებას, რომელიც ადამიანის პარალიზებას იწვევს, სრულიად არ კურნავს, თუმცა მის განვითარებასა და გაუარესებას აფერხებს.

ახალი პრეპარატის სახელწოდებააა რადიკავა (Radicava) და ის იაპონიაში შექმნეს, სადაც წამალი უკვე მოხმარებაშია.

FDA-ის დირექტორის, ერიკ ბასტინგსის, განცხადებით, რადიკავას ამერიკაში შესატანად სამუშაოები უკვე დაწყებულია:

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს ახალ სამკურნალო საშუალებას ვთავაზობთ. ესაა პირველი ახალი პრეპარატი, რომელიც ჩვენ დავუშვით”.

ბოლოს, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დაავადების მძიმე ფორმებისგან თავის დასაცავად, 1995 წელს მიიღეს პრეპარატი რილუტეკი.

პრეპარატით მკურნალობისას პაციენტმა ის ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ხოლო მომავალი ორი კვირა – დაისვენოს. რადიკავას ღირებულება 1000 ამერიკული დოლარზე მეტი იქნება.

კვლევების წარმოებისას, რადიკავას ALS-ით დაავადებული 137 პაციენტი იღებდა. მათ შემთხვევაში, დაავადება უფრო ნაკლებად პროგრესირებდა, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს არ იღებდა.

ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ კვდომას იწვევს. 

2014 წელს გავირუსებული აის ბაქეთ ჩელენჯის აქციის დროს, მოქალაქეები ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოს იღებდნენ და თანხას ALS-ის ფონდში რიცხავდნენ.

აის ბაქეთ ჩელენჯიდან სულ 111 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, რომელმაც მნიშვნელოვან მეცნიერულ აღმოჩენას დაუდო სათავე.

ALS-ის ასოციაციის თქმით, Ice Bucket Challenge-დან მიღებული თანხით დაფინანსებული კვლევისას, აღმოაჩინეს ის გენი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოქმნასა და განვითარებას.

on.ge

იხილეთ ასევე

ინდექსის მიხედვით ყველაზე ჯანსაღი 50 ქვეყანაა გამოყოფილი, რომელშიც არ შედის საქართველო, ჯანმრთელი ქვეყნების 50-ეულში ვერ მოხვდა ვერც ჩინეთი.

Bloomberg-მა ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა – საქართველო 50-ეულში ვერ მოხვდა

Bloomberg-მა გლობალური ჯანმრთელობის ინდექსი გამოქვეყნა. გამოცემამ მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის ყველაზე ჯანსაღის სტატუსი იტალიას მიანიჭა. …