მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიური კუთხით გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიური კუთხით გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობს

ევროპასა და მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლები იკლებს და ამ ტენდენციას მიჰყვბა საქართველოც, სადაც მაისის შუა რიცხვებიდან 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობის და 7 და 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი იკლებს. ეპიდსიტუაცია გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ ეს ტენდენცია ნელია და ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მაინც ასეულობის ფარგლებშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ტესტირების კარგი მაჩვენებელი აქვს და ყოველდღიური ტესტირების მონაცემები ბოლო ერთ თვეში 27 ათასია.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, პიკის გადავლის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მძიმე ინდიკტორის – სიკდილიანობის ზრდა გრძელდება და დღეს ეს რიცხვი 30-ია.

ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია, მაგრამ რადგან ეპიდსიტუაცია ნელა უმჯობესდება, საჭიროა სიფრთხილე, მითუმტეს იმ პირობებში, როდესაც 1 ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი და შორეული ქვეყნებიდან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქვეყენამ შეიმუშავა, საზღვრებზე კონტროლით დაწყებული და მთლიანად, ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული. “ანუ არავინ არ უნდა შემოვიდეს დადებითი პისიარ ტესტით, ეს არ უნდა გაიპაროს, შემდგომ მონიტორინგი უნდა იყოს ამ პისიარ ტესტებზე, ასევე რეკომენდებულია, შემოვიდნენ ორჯერ აცრილი ადამიანები, ან აცრასთან ერთად, თუ სახმელეთო გზით შემოდის, ასევე აუცილებელია ნეგატიური პისიარ ტესტის არსებობა და მესამე დღეს პისიარის კონტროლი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ისევ აუცილებელია პირბადის ტარება ყველგან – დახურულ თუ ღია სივრცეებში, დისტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება, ჰიგიენის წესების დაცვა და, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურება.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …