მთავარი » ჯანდაცვა » ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა
მიზანი ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა და პრაქტიკაში სენფორდის გაიდლაინის „ანტიმიკრობული თერაპია“ დანერგვის ხელშეწყობაა

ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილეობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.

შეხვედრის მიზანი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა და კლინიკურ პრაქტიკაში სენფორდის გაიდლაინის „ანტიმიკრობული თერაპია“ დანერგვის ხელშეწყობა იყო.

სამუშაო შეხვედრაზე მოხდა ქართულ ენაზე გამოცემული სენფორდის გაიდლაინის „ანტიმიკრობული თერაპია“ წარდგენა. ასევე, განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველად ჯანდაცვის სისტემაში“.

შეხვედრაში ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, სეფსისის და ინფექციური პათოლოგიის კლინიკის ექსპერტები, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებულმა მხარეებმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სფეროში ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

info9.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …