მთავარი » დაზღვევა » არდი: DRG-ის მოდელმა კერძო დაზღვევის განფასებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს

არდი: DRG-ის მოდელმა კერძო დაზღვევის განფასებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს

DRG-ის ახალი მოდელი სავარაუდოდ უარყოფით როლს ითამაშებს კერძო დაზღვევის განფასებაში. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “არდის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა კავშირშია როგორც ზოგად ეკონომიკიკურ ფაქტორებთან, ასევე ჯანდაცვის პოლიტიკასთან.

„საყოველთაო ჯანდაცვის არაეფექტურობა კერძო დაზღვევას აძვირებს. მომავალში ასეთივე ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სიახლემ ამ რეგულაციამ, სადაც არ იქნება სწორი გათვლები გაკეთებული,“-აღნიშნავს ჯაფარიძე.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა „არდის“ სამედიცინო პოლისებზე ფასის ზრდა, როდიდან და დაახლოებით რამდენი პროცენტით, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია.

„ჯანმრთელობის დაზღვევა ყოველწლიურად საშუალოდ ძვირდება სამედიცინო ინფლაციის ტემპით. ამ ეტაპზე მეტის თქმა გამიჭირდება. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვიმოქმედებთ შესაბამისად,“-აცხადებს ჯაფარიძე.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაძვირების შემთხვევაში ხომ არ დადგება ბენეფიციარების შემცირების რისკი, ჯაფარიძე განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა სტაბილურია და კლება მოსალოდნელი არ არის.

„პირიქით, ჩვენი მოსაზრებით ბაზარი გაიზრდება. ჩვენ ისეთ სერვისებს ვაწვდით მოსახლეობის დაინტერესებულ სეგმენტს, რაც ნაკლებად არის საყოველთაო ჯანდაცვასთან კვეთაში,“-აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები 1 ნოემბრიდან  გადავიდნენ.

DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდება, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა.

იხილეთ ასევე

ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო „გონივრული მინიმუმი“  დასაქმებულებისთვის – დაზღვევის კავშირის ინიციატივა

დადგა დრო, დაიწყოს მსჯელობა, რათა „გონივრული მინიმუმის“ ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო წესით იქნას შეთავაზებული დასაქმებული მოსახლეობისათვის. …