მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიერება
აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არ შემოვიდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტები.

აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიერება

მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის კონტროლის საკითხს საქართველოს პარლამენტის წევრი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ მდივანი რევაზ შავლოხაშვილი გამოეხმაურა. 

„მედიკამენტების ფასი ისეთი თემაა, რომ პირდაპირაა მიბმული საბაზრო ეკონომიკაზე. ჩემი პირადი სურვილი არის, რასაკვირველია, რომ წამლებიც შეძლებისდაგვარად იაფი და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის, თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს რთულია.

მაქვს ინფორმაცია, რომ პირველადი მოხმარების წამლებზე სერიოზული ფასდაკლებებია დაგეგმილი. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია“, – აცახდებს შავლოხაშვილი.

ასევე, აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არ შემოვიდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტები. ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ქვეყანაშია ესა თუ ის წამალი წარმოებული. თუმცა, ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ მოქალაქე საჩივრით მოსულიყოს მედიკამენტის უხარისხობასთან დაკავშირებით. ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია“, – ამბობს დეპუტატი.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …