მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ავერსი-რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსდგა
ავერსი-რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენასა და კონფერენციაზე მონაწილის სტატუსით მეორედ წარსდგა. გამოფენა დუბაიში 15-17 მარტის ჩათვლით იმართება.

ავერსი-რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარსდგა

ქართული ფარმაცევტული საწარმო “ავერსი-რაციონალი” საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენასა და კონფერენციაზე მონაწილის სტატუსით უკვე მეორედ წარსდგა. გამოფენა დუბაიში 15-17 მარტის ჩათვლით იმართება.

DUPHAT _ დუბაის საერთაშორისო ფარმაცევტული და ტექნოლოგიური გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ფარმაციის სფეროში. მასში მონაწილეობას 72 ქვეყნიდან 420 კომპანია იღებს.

ღონისძიება ტარდება დუბაის ფინანსთა სამინისტროს, დუბაის მმართველის მოადგილის, მისი აღმატებულება შეიხ ჰამდან ბინ რაშიდ ალ მაკტოუმის, UAE და დუბაიში ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟით.

DUPHAT ფარმაცევტების, ექიმების, მეცნიერების, მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლების, მკვლევარების, დეველოპერების, დილერების, აგენტების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, სამედიცინო წარმომადგენლების, კონსულტანტების, პროდუქტის სპეციალისტების ინტერესის ობიექტი 1995 წლიდან, მისი დაფუძნებისთანავე გახდა, რადგან ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ფარმაცევტულ სფეროში დანერგილი სიახლეები თუ ტექნოლოგიები კოლეგებს გაუზიაროთ, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები, გააფართოვოთ საექსპორტო არეალი. 

გამოფენაში “ავერსი-რაციონალის” მონაწილეობასა და პრეზენტაციაზე ვესაუბრეთ ექსპორტის მარკეტინგულ დირექტორს მარიამ ლომთაძეს:

_ დუბაიში გამოფენაზე პირველად მივემგზავრებით, თუმცა საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში, უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI Worldwide, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, გასულ წელს მადრიდში 12-15 ოქტომბერს გაიმართა.

CPHI Worldwide-ს “ავერსი-რაციონალის” თანამშრომლები ვიზიტორების რანგში ყოველწლიურად სტუმრობდნენ, თუმცა, თავად ქართული ფარმაცევტული წარმოება „ავერსი-რაციონალი“, როგორც მონაწილე გამოფენის 26 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად იყო წარმოდგენილი საკუთარი სტენდით. ამჯერად ჩვენი საწარმოს პროდუქციას დუბაის საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარვადგენთ.

ასეთი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ახალი ბაზრების და თანამშრომლობის მოძიებისთვის და ჩვენც დაგვეხმარება მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში. ამასთან, კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ “ავერსი-რაციონალის” პროდუქცია ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ.

“ავერსი-რაციონალის” პროდუქციის ექსპორტი 2006 წლიდან ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება.

საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარდგენით `ავერსი-რაციონალი~ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ამ ნიადაგს `ავერსი-რაციონალში~ დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები _ ISO 9001 (Quality management systems- Requirements da GMP EU (Good Manufacturing Practice European Union) ამტკიცებს.

“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს! 

ghn.ge

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …