მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ,,ავერსი–რაციონალს“ ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები დაათვალიერებენ
ფარმაცევტულ წარმოებას ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები ესტუმრებიან. ტურის მიზანია ფარმაცევტული წარმოების, ასევე ლაბორატორიის გაცნობა-დათვალიერება.

,,ავერსი–რაციონალს“ ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები დაათვალიერებენ

27 ოქტომბერს მსოფლიო დონის ქართულ ფარმაცევტულ წარმოებას ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლები ესტუმრებიან. ტურის მიზანია შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ქართული ფარმაცევტული წარმოების, ასევე ლაბორატორიის გაცნობა-დათვალიერება.

პირველად მედიკამენტი „ავერსი–რაციონალმა“ მოსახლეობას 2005 წელს შესთავაზა. დღეის მდგომარეობით ,,ავერსი-რაციონალი“ აწარმოებს 141 დასახელების პროდუქციის 240 პოზიციას.
,,ავერსი-რაციონალი“ ფლობს საერთაშორისო დონის ხარისხის სერტიფიკატებს, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადებში მოიპოვა.

ესენია: 2006 წლიდან – ISO 9001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ჩვენთან მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 2008 წლიდან – GMP EU სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ,,ავერსი-რაციონალში” მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-ის სტანდარტების მოთხოვნებს. ,,ავერსი-რაციონალის“ წარმოება აღჭურვილია ამერიკული, იტალიური, ინგლისური, გერმანული, იაპონური და სხვა უმაღლესი ხარისხის, უახლესი მოდელის აპარატურით.

,,ავერსი-რაციონალის“ მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ- ქიმიური ლაბორატორია გაიხსნა 2012 წელს, რომელიც განლაგებულია 750 მ2 ფართობზე. აქ სრულდება ფიზიკურ-ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზები. ლაბორატორია, ისევე როგორც წარმოება აღჭურვილია საუკეთესო, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებით და ინვენტარით, რაც აქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე ისიც, რომ ,,ავერსი- რაციონალის“ ლაბორატორია ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებს შორის არის.

ამჟამად ,,ავერსი-რაციონალში“ დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტების ფასების ნაწილში NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ შეკითხვები გაჩნდა 

წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული. კითხვაზე …