მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ავერსის 7 აფთიაქში აქცია „გალამაზდი ავერსთან ერთად“ დაიწყო
„ავერსის“ 7 აფთიაქში აქცია „გალამაზდი ავერსთან ერთად“ დაიწყო.ვიზაჟისტები ყველა მსურველს, მისთვის სასურველ მაკიაჟს უსასყიდლოდ ურჩევენ და უკეთებენ.

ავერსის 7 აფთიაქში აქცია „გალამაზდი ავერსთან ერთად“ დაიწყო

„ავერსის“ 7 აფთიაქში აქცია „გალამაზდი ავერსთან ერთად“ დაიწყო. აფთიაქებში კვალიფიციური ვიზაჟისტები ყველა მსურველს, მისთვის სასურველ მაკიაჟს სრულიად უსასყიდლოდ ურჩევენ და უკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ მაკიაჟი იტალიური კოსმეტიკური ფირმის „მესაუდას“ პროდუქციით კეთდება.

როგორც „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორმა ქეთი მელაძემ განაცხადა,  7 აფთიაქი ქალბატონებს უფასო მაკიაჟით მომსახურებას სამი შაბათ-კვირის განმავლობაში სთავაზობს.

„ავერსისთვის“ მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, აფთიაქში შემოსულებს კარგი განწყობით დავხვდეთ. ჩვენთან არა მხოლოდ წამლები, არამედ თავისა და ტანის მოვლის საშუალებების დიდი ასორტიმენტი და მაღალი ხარისხის კოსმეტიკაა. „ავერსის“ აფთიაქის 7 ფილიალი სამი შაბათ–კვირის განმავლობაში, ყველა  ქალბატონს სთავაზობს უფასო მაკიაჟს მაღალი ხარისხის იტალიური კოსმეტიკის – „მესაუდა მილანოს“ საშუალებებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ავერსის facebook გვერდს“, – განაცხადა ქეთი მელაძემ.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია „ავერსის“ ფოტო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულიც „მესაუდას“ პროდუქციით დაჯილდოვდება.

„მესაუდა“ მოიცავს ფართო სპექტრს, რომელშიც შედის დეკორატიული კოსმეტიკა, ტონალურები, თვალის ჩრდილები და უამრავი სხვა დასახელების პროდუქცია. აქციაში მონაწილე ქალბატონებს დაურიგდებათ ფლაერები, სადაც მოცემული იქნება 15%-იანი ფასდაკლება წარმოდგენილ კოლექციაზე.

გარდა ამ აქციისა, „ავერსი“ გთავაზობთ ფოტო კონკურსში მონაწილეობას. 7 აფთიაქის წინ იქნება განთავსებული სპეციალური სარკე და „მესაუდას“ დეკორატიული ტუჩსაცხი. ველოდებით კრეატიულ და საინტერესო ფოტოებს. კონკურსის გამარჯვებულს ჩვენი ჟიური გამოავლენს და „მესაუდას“ არაჩვეულებრივი პროდუქციით დავაჯილდოვებთ“, – განაცხადა „ავერსის“ საზოგადობეასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ლალი ბრეგვაძემ.

ცნობისთვის, იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა „მესაუდა მილანო“ ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. „მესაუდას“ ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერუმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები და სხვა მრავალი პროდუქცია.

აქცია ,,გალამაზდი ავერსთან ერთად“ 3, 9, 10, 16 და 17 ივლისს „ავერსის“ შემდეგ 7 ფილიალში გაიმართება:

  • მეტრო ახმეტელის მიმდებარედ განთავსებული აფთიაქი;
  • აღმაშენებლის გამზირი #148ა–ში მდებარე აფთიაქი;
  • ცინცაძის ქ. #1–ში მდებარე აფთიაქი;
  • ცოტნე დადიანის ქ #34–ში მდებარე აფთიაქი;
  • ვარკეთილი-3, IIIა მიკრო/რაიონი, კორპუსი #345–ში მდებარე აფთიაქი;
  • არაყიშვილის ქ. #8 (აბაშიძის ქ. #26)–ში მდებარე აფთიაქი;
  • პეკინის გამზირი #27–ში მდებარე „ავერსის“ აფთიაქი.

ყველა, ვინც აღნიშნულ აქციაში  მიიღებს მონაწილეობას იტალიური კოსმეტიკური ფირმის „მესაუდას“ პროდუქციით დასაჩუქრდება.

epn.ge

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …