მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “ავერსის კლინიკა“: უახლოეს მომავალში კლინიკის ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებული იქნება

“ავერსის კლინიკა“: უახლოეს მომავალში კლინიკის ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებული იქნება

„ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ  თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კლინიკის ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებული იქნება.

„შვებულებაში ვარ და ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, დაახლოებით 3- კვირის წინ ვაქცინირებულების რიცხვი დაახლოებით 50% იყო. ახლა ეს  ციფრი გაცილებით მეტი იქნება,“-აცხადებს ჯორბენაძე.

მისივე მტკიცებით, სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტადაა გათვითცნობიერებული ვაქცინაციის  დადებით ეფექტში.

„ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი როგორც ჩვენც გამოვიკვლიეთ იყო ის, რომ კოვიდი ბევრ თანამშრომელს ჰქონდა ახალი გადატანილი და ამიტომ მათი ჩართულობა გადავადდა გარკვეული პერიოდით,“-აცხადებს ჯორბენაძე.

იხილეთ ასევე

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია …