მთავარი » ჯანდაცვა » თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველი ავსტრიული კომპანია გახდა
ავსტრიულმა კომპანიამ სამი საავადმყოფოს - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველი ავსტრიული კომპანია გახდა

თბილისში სამი საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია, წინადადებები სულ სამმა კომპანიამ წარადგინა, საიდანაც ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანია იყო.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ “აიპრესის” შეკითხვაზე განაცხადა, ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია გახდა.

“ტენდერი დასრულებულია, რომელიც გამოცხადებული იყო ერთ-ერთი უცხოური კომპანიის დახმარებით, რომელიც მოწვეული ჰყავდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც შექმნა სატენდერო პირობები და გამოაცხადა ტენდერი, გაუკეთა მას სრული მონიტორინგი.

ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანიები იყო წარმოდგენილი, ჯამში კი სრული დოკუმენტაცია ვადებში წარმოადგინა ავსტრიულმა კომპანიამ და ახლა განიხილება ამ კომპანიის წინადადება. ამის შემდგომ გამოცხადდება ვადები და თუ რა იქნება მეორე ეტაპი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ და მისი ვალდებულებების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის.

ის სამი დიდი ცენტრი, რომლებიცაა – რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, მათი აღდგენა, რეაბილიტაცია და კადრების გადამზადება, ახალი სამედიცინო სექტორის აღჭურვა, ძალიან წაადგება ქვეყანას”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …