მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » აზერბაიჯანული კომპანია ქუთაისში ფარმაცევტულ საწარმოს აშენებს
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს,რომ აზერბაიჯანული ინვესტიციით თიზში ფარმაცევტული საწარმო უახლოეს პერიოდში აშენდება.

აზერბაიჯანული კომპანია ქუთაისში ფარმაცევტულ საწარმოს აშენებს

ქუთაისში “ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში” ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება დაიწყება. “თიზის” მენეჯმენტმა ოპერირების შესახებ აზერბაიჯანულ კომპანიასთან, რომელიც ბაზარზე “ვექტორ გრუპის” სახელით დარეგისტრირდა, ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

როგორც ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი “ბიზნესკონტაქტთან” აცხადებს, აზერბაიჯანული ინვესტიციით თიზში ფარმაცევტული საწარმო უახლოეს პერიოდში აშენდება. წარმოების დაწყების შემდეგ კი კომპანია საქართველოში დამზადებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოფიციაურად გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. ამ დროისთვის თიზში ჩინური, აზერბაიჯანული და უკრაინული 12-მდე კომპანია ოპერირებს.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

ფარმაცევტთა ასოციაცია: ბაზარზე ახალი ფარმაცევტული საწარმოები გაჩნდება

უახლოეს მომავალში საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმოების გახსნაა მოსალოდნელი – ისინი იმ კომპანიების ადგილს დაიკავებენ, რომლებიც …