მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბავშვებში პოსკტოვიდური გართულებები აღარ ფიქსირდება – პედიატრიული კლინიკების პოზიტიური სტატისტიკა

ბავშვებში პოსკტოვიდური გართულებები აღარ ფიქსირდება – პედიატრიული კლინიკების პოზიტიური სტატისტიკა

საქართველოში ბავშვებში სერიოზული პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევები მიმდინარე ეტაპზე არ ფიქსირდება. ამის შესახებ jandacva.ge-ს იმ კლინიკებიდან აცნობეს, სადაც პოსტკოვიდურ გართულებებს მართავენ. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, მას არც საკუთარი და არც სხვა კლინიკების შემთხვევაში არ მიუღია ინფორმაცია პოსტკოვიდური გართულებებით ბავშვების სტაციონარიზაციის შესახებ. მისივე თქმით, სტაბილურობა ნარჩუნდება მცირეწლოვანთა კოვიდით ინფიცირების შემთხვევების კუთხითაც.

ბავშვებში პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევები არ აქვთ „ნიუ ჰოსპიტალშიც,“ რომელიც მსგავსი გართულებებით ბავშვების მიმღები ერთერთი მსხვილი ცენტრია ქვეყანაში.

ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, სრული სიწყნარის პერიოდის შემდეგ, კოვიდით ბავშვების სტაციონარიზაციის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო არაფერი ხდება და ვირუსისთვის გარკვეული აქტიურობის ფაზები დამახასიათებელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობები  16 წლის და უმ­ცრო­სი ასა­კის ბავ­შვებ­ში ღვიძ­ლის აუხ­სნე­ლი ან­თე­ბის შემთხვევებზე. საუბარია გართულებებზე, რომელთა შედეგადაც ხშირია გარ­დაც­ვა­ლების შემთხვევები, ხოლო მცი­რე პრო­ცენტს ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­და.

შემთხვევები და­ფიქ­სირ­და აშშ-ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, ბრა­ზილიაში, კა­ნა­დაში, ის­რა­ე­ლში, ია­პო­ნიაში, სერ­ბე­თში, სინ­გა­პუ­რში,  სამ­ხრეთ კო­რეასა და სხვა ქვეყნებში. უჩ­ვე­უ­ლო ის არის, რომ არც ერთ ბავ­შვში არ იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი არც ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი, რო­მე­ლიც იწ­ვევს მწვა­ვე ვირუ­სულ ჰე­პა­ტიტს (ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სე­ბი A, B, C, D, E). პა­ცი­ენ­ტთა უმე­ტე­სო­ბას აღე­ნიშ­ნე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის სიმპტო­მე­ბი და შემ­დეგ პროგ­რე­სი­რებს სიყ­ვით­ლემ­დე და, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ღვიძ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბამ­დე.

გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს კოვიდის გადატანას უკავშირდებოდეს.

საქართველოში კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები 2021 და 2020 წლებში დაფიქსირდა და რამდენიმე ათეული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

პრობლემები იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად მძიმე ფორმით ვითარდება, რომ ბავშვები საავადმყოფოებში ხვდებიან. მულტისისტემური ანთების სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება. დაავადება კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 4 თვემდე პერიოდში ვლინდება.

 

იხილეთ ასევე

კოვიდ-ინფიცირების კვირის მაჩვენებელი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 13.06.2022-19.06.2022 პერიოდში დადასტურდა 616 ახალი …