მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მედიკამენტები გაიაფდეს
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მედიკამენტები გაიაფდეს.განსაკუთრებით ბაზრის მონოპოლისტური ხასიათიდან გამომდინარე.

ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მედიკამენტები გაიაფდეს

ექიმი თერაპევტი ნათია ცირეკიძე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოხმაურა და აღნიშნა, რომ ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობა, მათი სეგმენტის გაფართოება და მოხმარება საუკეთესო გამოსავალია იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტების ხარისხის სრულფასოვანი კონტროლი საკმაოდ, ძვირი სიამოვნებაა და სრულფასოვან ლაბორატორიასაც მოითხოვს, რაც დღეს საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის სააგენტოს არ გააჩნია. შესაბმისად, ექიმი მედიკამენტებზე ხარისხის კონოტრლის გამკაცრებას დროულსა და აუცილებელს უწოდებს.

„ვენდობი და ვიყენებ ჯენერიკებს. პრობლემა არ შემქმნია. როდესაც დამინიშნავს, შედეგი ყოველთვის ეფექტური და მისაღები მქონია. შესაბამისად, მათ მიმართ ნდობა ჩამომიყალიბდა, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს ფაქტი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“,  – მიაჩნია ნათია ცირეკიძეს.

რაც შეეხება ინდური წარმოების მედიკამენტებს, ექიმი თერაპევტი, მასში უარყოფითსა და საფრთხეს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ მხოლოდ მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ პრეპარატი უხარისხოა.

„ჯენერიკი უსაფრთხო, სანდო და ხარისხიანია, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებიც. ჩვენთვის უმთავრესია, გვქონდეს ჯენერიკებზე ხარისხის კონტროლის მექანიზმი. მითუმეტეს, თუ ამ მედიკამენტს აქვს ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, ის სანდო და მისაღებია“, – აღნიშნავს ექიმი. 

ნათია ცირეკიძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობასაც შეეხო და დღეს მედიკამენტებზე არსებულ ფასებს კატასტროფული უწოდა. მიზეზად, კი დაბალი კონკურენცია დაასახელა:

„ზოგადად, ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მედიკამენტები გაიაფდეს. განსაკუთრებით კი, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტური ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად, „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენა მისასალმებელია. თუმცა მთავარია, რამდენად კარგად იმუშავებს ესა თუ ის მედიკამენტი ბაზარზე. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. მათ მიმართ სანდოობა კი უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება. მთავარია, რომ მათი პრეპარატები იყოს ხარისხიანი და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს“.

news.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …