მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ბაზარზე რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება
მივესალმები ბაზარზე რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს.

ბაზარზე რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება

მემარცხენე ალიანსის ლიდერი კახა ძაგანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომაპანია ჰუმანითი-ჯორჯიას გამოჩენას გამოეხმაურა  და დღევანდელი ბაზარი შეაფასა:

“საქართველოში ფარმაცევტული პოლიტიკა მოუწესრიგებელია, რადგანჯერ კიდევ არსებობს მონოპოლიები. შეიძლება სხვა მიმართულებით რაიმე წინსვლა არის, თუმცა ამ მხრივ სიტუაცია არ შეცვლილა. უნდა განვითარდეს ფარმა ბაზარი, რაც აუცილებლად აისახება ფასებზე. აბსოლუტურად არ კონტროლდება ფასნამატი, მომხმარებელმა შესაძლოა კონკრეტული მედიკამენტი სხავდასხვა აფთიაქში განსხვავებულ ფასად შიეძინოს.

ინდოეთში წარმოებული მედიკამენტების მიმართ არ არის ჩვენს საზოგადოებაში მაღალი სანდოობა. გარდა ამისა, განსხვავებული შეხედულებებია ჯენერიკ მედიკამენტების მიმართაც. ეს ინფორმაციულობის დაბალი დონით აიხსნება. მომხმარებელმა არ იცი რა არის ჯენერიკი.  არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა ზოგადად კი, მივესალმები ბაზარზე რაც მეტი ფარმაცევტული კომპანია იქნება, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე ფასები დაბლა დაიწევს. ამასთან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კი სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს“.

კომპანია ჰუმანითი-ჯორჯიას დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. 

როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიოგამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებშიმუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურადგანვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია,დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელიკომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …