მთავარი » მსოფლიო » ბელგიურ ფარმაცევტულ კომპანიებს მექსიკელ ნარკობარონებთან გარიგებაში ადანაშაულებენ
ბელგიური ფარმაცევტული კომპანიები მექსიკელ ნარკობარონებთან გარიგებაში დაადანაშაულეს.ეფედრინის შემცველი პრეპარატების მყიდველი ესიო ფიგერო ვასკესი აღმოჩნდა.

ბელგიურ ფარმაცევტულ კომპანიებს მექსიკელ ნარკობარონებთან გარიგებაში ადანაშაულებენ

ბელგიური ფარმაცევტული კომპანიები მექსიკელ ნარკობარონებთან გარიგებაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება, 2006-დან 2011 წლამდე პერიოდში ბელგიის წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ მექსიკელი ნარკორეალიზატორებისთვის ეფედრინის და ფსვედოეფედრინის შემცველი მედიკამენტების უკანონოდ მიწოდებას.

ეფედრინის შემცველი პრეპარატების მყიდველი ესიო ფიგერო ვასკესი აღმოჩნდა. ის 2012 წელს ამერიკის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთერთ უმსხვილეს ნარკო რეალიზატორად დასახელდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამ პიროვნებამ ბელგიური ფარმაცევტული კომპანიებიდან 4 ტონა ეფედრინი მიიღო, რაც 370 მილიონი დოლარის ღირებულების 66 მილიონი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საკმარისი რაოდენობაა. ბელგიური ფარმაცევტული კოპმანიები ამ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფენ.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია …