მთავარი » ჯანდაცვა » ბერნარდ კუშნერი საპარტნიორო ფონდს ეწვია
ბერნარდ კუშნერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა კლინიკების განვითარების პროექტში კონსტრუქციული თანამშრომლობის გამო

ბერნარდ კუშნერი საპარტნიორო ფონდს ეწვია

საპარტნიორო ფონდს ეწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, “გლობალური ალიანსის” (Global Alliance for Health and Social Compact) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” დამფუძნებელი ბერნარდ კუშნერი, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, „გლობალური ალიანსი“ (Global Alliance for Health and Social Compact) სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელებაზე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტია. ფონდმა კონსულტანტებთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა და ამჟამად კლინიკებისა და ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებებზე მუშაობს.

საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო კონსულტანტთან (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ბაზარი, შესაბამისი კლინიკების ფინანსური, ტექნიკური და საოპერაციო მდგომარეობა შეისწავლა. ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ასევე მომზადდა სამედიცინო კლინიკების განვითარების სახელმწიფო და კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომლის განხორციელებაზე ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

ფონდის მენეჯმენტმა ბერნარდ კუშნერთან შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობა განიხილა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბერნარდ კუშნერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 3 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ასევე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ დასახულ პრიორიტეტებს და სამომავლო ღონისძიებებს.

ბერნარდ კუშნერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა კლინიკების განვითარების პროექტში კონსტრუქციული თანამშრომლობის გამო და აღნიშნა, რომ პროფესიით ექიმების, მისი და დავით საგანელიძის ხედვები ერთმანეთს დაემთხვა.

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).

newposts.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …