მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე: “ჩვენ გაგვიჩნდა იარაღი, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი”

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე: “ჩვენ გაგვიჩნდა იარაღი, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი”

ქვეყნის ერთერთმა ცნობილმა ექიმმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა. ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეკოვმა ვაქცინაცია მედიის თანდასწრებით ჩაიტარა და განაცხადა, რომ მისთვის ესაა იმის სიმბოლური განსახიერება, რომ მისთვის პანდემია დასრულდა.

„მინდა, პანდემია დასრულდეს ჩემი ქვეყნისთვის და მთლიანად პლანეტისთვის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, მუდმივად არ ვიყოთ დაუსრულებელ მარათონში, დავიკეტეთ-გავიხსენით, ყველამ უნდა გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ საშიშროებასთან დაკავშირებული. ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, უნდა მივცეთ მაგალითი საზოგადოებას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიით გამოწვეული დანაკარგები იქნება აუნაზღაურებელი. რასაც  ვერავინ უკან ვერ დააბრუნეს, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ძვირფასი ადამიანები. ჩვენ გაგვიჩნდა ეს იარაღი ხელში, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი და ყველა მოეკიდოს ამას შეგნებულად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 17 მარტის 15 საათის მონაცემებით კი აიცრა 2307 ადამიანი. 5175 აცრის მსურველი მედიკოსი კი სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალს შეეხება.

იხილეთ ასევე

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ემატება

კითხვარში, რომელსაც აცრაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შეტანილი იქნება რამდენიმე კითხვა, რომლებიც სისხლის შედედების პრობლემებს …