მთავარი » ახალი ამბები » ბიუჯეტში ცვლილების მიზეზი საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხებია
საყოველთაო ჯანდაცვაში დამატებითი თანხების გამოყოფის და შესაბამისად, ძირითადი ცვლილების მიზეზი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვას დამატებითი თანხები გამოეყო.

ბიუჯეტში ცვლილების მიზეზი საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხებია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების დროს წამოყენებულ მოთხოვნებს, ბიუჯეტის პროექტში კონკრეტული ცვლილებების შეტანის კუთხით, მთავრობა კიდევ განიხილავს.

„როგორც პენსიები, ისე სხვა, დანარჩენი მოთხოვნები, რაც პარლამენტის მიერ იქნა დასმული საკომიტეტო განხილვების დროს, ამას კიდევ ერთხელ განვიხილავთ და იმ რესურსების ფარგლებში, რაც იქნება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, იმის მიხედვით მოხდება თანხების გადანაწილება.

2015 წლის ბიუჯეტში, საგადასახადო შემოსავლები ჩვენ გვაქვს გადაჭარბებით, დაახლოებით 120 მილიონის ფარგლებში. დადგა საჭიროება, საყოველთაო ჯანდაცვაში დამატებითი თანხების გამოყოფის და შესაბამისად, ძირითადი ცვლილების მიზეზი არის ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვას დამატებითი თანხები გამოეყო“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

news.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …