მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბიზნესკომპანიებში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს –  “ოკტოპუს ფიტნეს კლუბში“  აცრის მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება

ბიზნესკომპანიებში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს –  “ოკტოპუს ფიტნეს კლუბში“  აცრის მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება

ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ 90% აცრილია, სექტემბრის ბოლოსთვის კი  ეს მაჩვენებელი 100% იქნება. ამის შესახებ jandacva.ge-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი ასათიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომლების წარმატებული ვაქცინაციისთვის „ოკტოპუს ფიტნეს კლუბს“  დამატებითი საინფორმაციო კამპანიის წარმოება არ დასჭირვებია.

„შიდა კომუნიკაციებით და რჩევა-რეკომენდაციებით მოხდა ისე, რომ თითქმის უმრავლესობა თანახმა იყო ვაქცინაციაზე“-აცხადებს ასათიანი.

ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი განმარტავს, რომ სექტორში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, კომპანიის მიღებული შემოსავალი კი ხარჯებს ვერ აჭარბებს. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას დაემატა კომუნალური გადასახადების მხრივ გაზრდილი ხარჯიც.

„მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-25%-ით შემცირებულია, 2019 წელთან შედარებით კი შემოსავალი თითქმის 40-45%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხარჯებს, როდესაც ტრანსპორტი არ მუშაობდა, დაგვემატა თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯი, ელექტროენერგიის გადასახდს თუ კილოვატზე 21 თეთრს ვიხდიდით, ახლა 33 თეთრის გადახდა გვიწევს. ძალიან დიდია კოვიდ უსაფრთხოების საოპერაციო ხარჯებიც,“-აცხადებს ასათიანი.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

იხილეთ ასევე

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს …