მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » Bloomberg: Covid-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გარდაცვალებისგან საიმედოდ იცავს

Bloomberg: Covid-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გარდაცვალებისგან საიმედოდ იცავს

კვლევები აჩვენებს, რომ Covid-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გარდაცვალებისგან საიმედოდ იცავს. სტატიას ამ სათაურით Bloomberg-ი აქვეყნებს და წერს, რომყველა ვაქცინა, რაც დღეს მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენება, ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან იცავს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა 8 ვაქცინის ეფექტიანობის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ Pfizer –BioNTech-ის პრეპარატს შეუძლია კარგად შეაჩეროს კორონავირუსის მინიმუმ ორი ვარიანტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ვაქცინებს, სრული კურსის ჩატარების შემდეგ, ვირუსით გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგო 85%-იანი დაცვა აქვთ, მძიმე დაავადებისგან, ჰოსპილაიზაციისა და სიკვდილისგან კი თითქმის 100%-ით იცავენ.  ფლორიდას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები, მედიაში გავრცელებული ცნობები და დაკვირვებითი კვლევების შედეგები იმ ვაქცინების შესახებ, რომლებმაც სათანადო კვლევები გაიარეს.  იმ სისწრაფემ, რომლითაც ახალი ვაქცინები შეიქმნა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, არაერთი ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობა მისცა, ისევ გახსნილიყვნენ და დაეწყოთ ზრდა ასწლეულის ყველაზე საშინელი პანდემიის შემდეგ.  თუმცა, ვირუსის უკონტროლო გავრცელებამ შესაძლოა წარმოშვას ახალი ვარიანტები, რომლებმაც, შეიძლება იმუნიზაციის პროცესის ეფექტიანობა შეარყიოს.  მკვლევარების თქმით, ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება ადგილობრივი და გლობალური მასშტაბით მიმდინარე იმუნიზაციის შედეგებით. ამ ვაქცინებს შორისაა Pfizer, Moderna Inc., Johnson & Johnson, AstraZeneca Plc, «სპუტნიკი», Novavax Inc., Sinovac Biotech Ltd. და Sinopharm Group Co.

ვაქცინის ეფექტიანობა Covid-ით გამოწვეული ნებისმიერი დაავადების დროს, ორი დოზის მიღების შემთხვევაში, ასეთია:

 

ეფექტიანობის შეფასება  %            დიაპაზონი %

 

Moderna 94.5 86.5-97.8
Pfizer 94.2 88.7-97.2
Novavax 89.3 75.2-95.4
AstraZeneca 81.5 67.9-89.4
Sinopharm 78.1 64.9-86.3
Sinovac 50.7 35.7-62.

რაც შეეხება კორონავირუსის იმ სამი შტამის საწინააღმდეგო მოქმედებას, რომლებიც მედიკოსების ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, ცალკეული ვაქცინების ეფექტიანობის ცხრილი კონკრეტული შტამების მიმართ ასე გამოიყურება:

 

B.1.1.7 VARIANT (ე.წ. ბრიტანული შტამი) ვაქცინის ეფექტიანობა %
Pfizer 89.5
Novavax 85.6
AstraZeneca 74.6

 

P.1 VARIANT (ბრაზილიური) ვაქცინის ეფექტიანობა %
Johnson & Johnson 66.2
Sinovac 49.6

 

B.1.351 VARIANT (სამხრეთ აფრიკული) ვაქცინის ეფექტიანობა %
Pfizer 75.0
Johnson & Johnson 52.0
Novavax 49.4
AstraZeneca 21.9

იხილეთ ასევე

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა …