მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ბოხუას კლინიკა: აუცრელი მედპერსონალი შეიძლება უხელფასო შვებულებაში გავუშვათ

ბოხუას კლინიკა: აუცრელი მედპერსონალი შეიძლება უხელფასო შვებულებაში გავუშვათ

ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ  კლინიკაში დასაქმებულებს  კოვიდვაქცინაცია ოფიციალურად მოეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პაციენტებთან ვერ იმუშავებენ, ანუ შეიძლება კლინიკის ადმინისტრაციამ ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვას.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, სრულად ვაქცინირებულია კლინიკის თანამშრომლების დაახლოებით 90%.

„ობიექტური მიზეზების გამო  ყველა არ არის ვაქცინირებული. ანტივაქსერებს არ უწოდებენ თავს, რადგან მედიცინის მუშაკები არიან. თუმცა, აქვთ  ვაქცინაციაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი.

დაახლოებით 1 თვის წინ გამოვეცით შიდა ბრძანება, რომ ამ ხნის განმავლობაში იმ თანამშრომლებს, ვინც არ იქნებოდა აცრილი, პაციენტებს მოვარიდებდით.  ეს გავაკეთეთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავარი მიზანია პაციენტების უსაფრთხოება,“-აცხადებს ყიფიანი.

იხილეთ ასევე

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია …