მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა – ინფიცირებულია 1374 ადამიანი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა – ინფიცირებულია 1374 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების დღიური მაჩვენებელი დღეს მკვეთრად გაიზარდა და 1374 შეადგინა. გარდაიცვალა 11 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელმა 3,66% შეადგინა, ბოლო 14 დღეში – 2,46%, ბოლო 7 დღეში კი 2,58%.

კლინიკებში 2445 პაციენტია მოთავსებული.

დადებითობის მაჩვენებლის გარდა, ეპიდემიოლოგები ეპიდვითარების გაუარესების კიდევ ერთ მაჩვენებელზე – ვირუსის რეპროდუქციაზე მიუთითებენ, რაც ერთი ინფიცირებულის მიერ დასნებოვნებული ადამიანების რაოდენობას გამოხატავს.  იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ს სცილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გადადების ტემპები იზრდება.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელმა 1,34 შეადგინა.

 

იხილეთ ასევე

24 გარდაცვლილი და 2 ათასზე მეტი ინფიცირებული – საქართველოში ბოლო 24 საათში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი …