მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაცია მაისის პირველ დღეებში დაიწყება

საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაცია მაისის პირველ დღეებში დაიწყება

საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ პრეპარატით ვაქცინაცია მაისის პირველ დღეებში დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო, რომლის სხდომაც ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ერთი კვირის განავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და ექსპერტთა ჯგუფები დაასრულებენ მუშაობას იმ პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ვაქცინის დანერგვას შეეხება. გაბუნიას ცნობით, რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება, ხოლო აცრები მას შემდეგ დაიწყება, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ექსპერტები მხარს უჭერენ იმუნიზაციის დროულად განხორციელებას. მისივე განცხადებით, აღნიშნული ვაქცინის ეფექტიანობა 78%-ია.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მლნ დოზაა გაცემული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტინად მინიმალური გვერდითი მოვლენებით.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს 55 წელს ზემოთ, აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო იმისთვის, რომ ვაქცინის სრული აღიარება, თუ აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან არ შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოს და ვაქცინის ადმინისტრირება დაიწყება მაისის დასაწყისიდან“,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართელოს უკვე აქვს შეძენილი 100 ათასი დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა.

იხილეთ ასევე

24 გარდაცვლილი და 2 ათასზე მეტი ინფიცირებული – საქართველოში ბოლო 24 საათში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი …