მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პენსიონერებს ძალიან ეხმარება
ზაზა ხუციშვილი: "ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პენსიონერებს ძალიან ეხმარება"

ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პენსიონერებს ძალიან ეხმარება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბუჯეტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ. ცვლილებები ჯანდაცვის სფეროს 40 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

თანხა საყოველთაო დაზღვევას მოხმარდება. ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

„ჩვენ ვთვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩვენ პენსიონერებს ძალიან ეხმარება. ასეთი პროგრამა რომ არ იყოს და თუნდაც 300 ლარამდე, რომ იყოს გაზრდილი პენსია, ეს მაინც არ ეყოფოდათ, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირია მედიკამენტები და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით დავაბალანსოთ პენსიის სიმცირე. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაინიშნება რიგგარეშე სესია, შეიძლება ორდღიანი იყოს ან სამდღიანი, მოგვიწევს კიდევ ერთხელ ქუთაისში წასვლა, გამოვა ეს საკითხი და უკვე დაწვრილებით განვიხილავთ“,-განაცხადა ხუციშვილმა.

news.ge

იხილეთ ასევე

სად არის შესაძლებელი გრიპზე უფასო ვაქცინაცია – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება შეუძლიათ. სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. …