მთავარი » ახალი ამბები » ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კოვიდ-ინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულია – ეჭვი დელტა შტამზეა

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კოვიდ-ინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულია – ეჭვი დელტა შტამზეა

ციციშვილის კლინიკაში, წლამდე ასაკის სამი კოვიდინფიცირებული ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია და აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  თავად ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ  ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, რომელი შტამით არიან ბავშვები ინფიცირებულები და მიმდინარეობს სექვენირება. პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ჩხაიძის განმარტებით, დელტა შტამი ბავშვებში უფრო ხშირია, ვიდრე ალფა ან ჩინური ვარიანტები. მეტია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

მედიკოსის შეფასებით, დაავადების ასეთი მძიმე მიმდინარეობა ნოემბერ-დეკემბერში, მეორე ტალღის პირობებშიც არ ყოფილა. დაფიქსირდა ვირუსის გაახალგაზრდავება.

მისივე თქმით, დელტა-ვარიანტის შემთხვევაში, მისი აგრესიულობიდან და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, თანმდევ დაავადებებზე საუბარი აღარ არის და ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში იმუნიზაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დასტურდება.

იხილეთ ასევე

რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ

წამყვანი ექიმი-ნევროლოგები, გაფანტული სკლეროზის მქონე  პაციენტები, პაციენტთა კავშირისა და მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და …