მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„გუშინდელს შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. სამივე რჩება მართვით სუნთქვაზე. სამივეს მდგომარეოაბა ისევ სტაბილურად მძიმეა. სექვენირების პასუხი ჯერ არ მოსულა. სპეციფიკური „პისიარ“ ტესტით ერთს აქვს დადასტურებული „დელტა“ შტამი, მეორეს დადასტურებული აქვს ბრიტანული შტამი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის „დელტა“ შტამით დადასტურებულ პაციენტთან. ახალი პარამეტრების მხრივ არაფერი არ არის, არც ცვლილებები ლაბორატორიულ კვლევებში არ არის ამ ეტაპზე. მართვითი სუნთქვის საჭიროება თავისთავად განაპირობა რესპირატორულმა დისტრესმა, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსული ინფექციით. აქამდე, ოქტომბრიდან, რაც კოვიდმიმღები კლინიკა ვართ, არც ერთ პაციენტს კოვიდის გამო არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე ყოფნა.

ქრონიკული დაავადება არ აქვთ, თანდაყოლილიც განსაკუთრებული პათოლოგია არ აქვთ. ერთი არის ჩამოყვანილი „დელტა“ შტამით, მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში ხუთი დღე რა სუნთქვის უკმარისობით შემოვიდა, მეორე – ასევე ორი თვის ბავშვი, დაავადებიდან მეცხრე დღეს არის გადმოყვანილი, ისიც სუნთქვის უკმარისობის გამო. რაც შეეხება ახალშობილს, ეს ბავშვი ბინაზე იყო და ბინაზე მოხდა დაინფიცირება. ამ ბავშვის შემთხვევაში ჩვენთან შემოსვლიდან, სადღაც ოთხი დღის შემდეგ, მისი პარამეტრების მიხედვით, საჭირო გახდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ზოგადად, კლინიკაში რჩება 94 პაციენტი და აქედან 65 არის ბავშვი“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

1tv.ge

იხილეთ ასევე

ტოქსიკოლოგიური ასოციაციის ხელმძღვანელი საკურორტო ზონებში გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობს

ტოქსიკოლოგი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე ბოლო კვირებში მოწამვლის შემთხვევების გახშირებაზე საუბრობს და ამ …