მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » COVID 19-ის თემაზე მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

COVID 19-ის თემაზე მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ -შეიქმნა.
პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.
Dataсov.moh.gov.ge -ზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …