მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » COVID 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 24 საათში ინფექციას 28 ადამიანი ემსხვერპლა

COVID 19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – ბოლო 24 საათში ინფექციას 28 ადამიანი ემსხვერპლა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მკვეთრად გაიზარდა – ინფექციას 28 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ ეს მაჩვენებელი 15 იყო, 24 მაისს 17, ხოლო 23 მაისს ინფექციისგან გარდაცვალების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ისევ სტაბილურია ინფიცირების მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში COVID 19 1015 ადამიანს დაუდატურდა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,56%, ბოლო 14 დღის – 3,77%, ბოლო 7 დღის – 3,71%.

ერთ დღეში 3882 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია 121263 მოქალაქე. გრძელდება სტაციონარში მოთავსებული ინფიცირებულების რაოდენობა და ამ ეტაპზე 3940-ს შეადგენს. 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …