მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » COVID-სტატისტიკა – ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია

COVID-სტატისტიკა – ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 779 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, დღიური მაჩვენებელი ისევ 1000-ს ქვემოთაა, რაც ბოლო დღეების დადებითი ტენდენციაა. 

თუმცა გუშინდელთან შედარებით მოიმატა გარდაცვალების მაჩვენებელმა – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,9%.

გუშინ აიცრა 6317 ადამიანი, აცრილთა ჯამური რაოდენობა  161947-ია.

 

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …