მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პაატა იმნაძემ განუცხადა, ვაქცინაზე, რომელზეც აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს, 2016 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი.

პაატა იმნაძის განმარტებით, კონკრეტულად, საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომლის გამოყენებითაც არც ერთ ადამიანს არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია.

„საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა“ , – განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, „ეს ვაქცინა თუ არ გაიკეთა ადამიანმა, მოკვდება, ვინაიდან ცოფი არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ამ ვაქცინით ვინც აიცრა, არც ცოფი დამართნია და არც რეაქცია ჰქონია“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ “შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით”.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები, სხვა სექტორებთან შედარებით, ერთერთი ყველაზე დაბალია

საქართველოში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა ხელფასები სხვა სექტორებში დაქირავებულებთან შედარებით ერთერთი ყველაზე დაბალია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული …