მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “დადებითობის” მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, 3 დღეში COVID 19-ს 53 ადამიანი ემსხვერპლა

“დადებითობის” მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, 3 დღეში COVID 19-ს 53 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.  გასულ დღე-ღამეში ჩატარებული  7476 ტესტიდან დადებითი პასუხი 509 პირს, ანუ თითქმის 7%-ს მოუვიდა. გუშინ აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ს აჭარბებდა.  ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 5%, ბოლო 7 დღეში კი 5,6%-ია. 

შედარებით შემცირდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 პირი დაიღუპა, გუშინ გარდაცვლილთა რაოდენობა 21 იყო,  1 მაისს კი 20.

უკვე 4 ათასს გადააჭარბა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობამ. კლინიკურ სასტუმროში კი 790 პირი იმყოფება. 

 

იხილეთ ასევე

24 გარდაცვლილი და 2 ათასზე მეტი ინფიცირებული – საქართველოში ბოლო 24 საათში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2171 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,05%-ია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი …