მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დადებითობის მაჩვენებელმა 12%-ს გადააჭარბა – ბოლო 24 საათის ეპიდსიტუაცია

დადებითობის მაჩვენებელმა 12%-ს გადააჭარბა – ბოლო 24 საათის ეპიდსიტუაცია

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 3 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ამავე პერიოდში ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 12,31% შეადგინა, 14 დღის დადებითობა 9,64%-ია, ბოლო 7 დღის კი – 9,69%.

ამასთან, გუშინ, კვირა დღეს 29 711 ტესტი ჩატარდა, რაც, სამუშაო კვირასთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია. დღიურად აცრილია 2 290 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 500 ინფიცირებული იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში კი – 2 092.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …